თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

მთავრობის ადმნისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს. მისი დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ჩერგოლეიშვილს ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

დაკავება „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, აქციას ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის მართავდნენ. ისინი ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, როდესაც  მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.

მეტი:

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *