ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას დელფინი დაიბადა

 

65906_1118006148231988_2198905454830506636_n

ბათუმის დელფინარიუმში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. დელფინს – მეტსახელად „მონიკას“ შვილი შეეძინა, – ინფორმაციას ამის შესახებ დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღევანდელი შოუს ვიზიტორები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღის მოწმენი გახდნენ.

პატარასა და დედის უსაფრთხოების გამო შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოგვიწია.

გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობენ.

delpp-665x368

დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და შესაბამისად შოუს ქრონომეტრაჟშიც.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეოთხე დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში”, – წერენ ბათუმის დელფინარიუმის გვერდზე.


მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *