Aston Martin-ის ჰიპერკარის AM-RB 001-ის პრეზენტაცია
ჰეიდონში, Aston Martin-ის ცენტრალურ ოფისში, შედგა ჰიპერკარ AM-RB 001-ის პრეზენტაცია. ავტომობილი შეიქმნა სარბოლო გუნდ «Red Bull Racing«-თან ერთად.
მსურველებს, ავტომობილის ყიდვა 2018 წლის დასაწყისში შეეძლებათ. Aston Martin-ის მთავარი დიზაინერის მარეკ რაიხმანის თქმით, გამოშვებული იქნება ამ მოდელის არაუმეტეს ასი ეგზემპლიარი, როგორც სამგზავრო, ასევე სარბოლო ვერსიების სახით. ფირმის წარმომადგენლის თქმით, მოსალოდნელია, რომ AM-RB 001 მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი იქნება.
მანქანა აღჭურვილია V ტიპის, კოკპიტის უკან განლაგებული, უკანა თვლების ამძრავი, 12-ცილინდრიანი ძრავით. სხვა ტექნიკური მონაცემები არ ხმაურდება. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძრავას შესაძლებელმა სიმძლავრემ შეიძლება 1.2-1.3 ათასი ცხენის ძალა შეადგინოს. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე მიღებული აქვს 350 წინასწარი შეკვეთა ავტომობილზე. მანქანის ღირებულება არ სახელდება, მაგრამ ექსპერტთა შეფასებით მან შეიძლება 3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინოს.