სოხუმის დაცემიდან 23 წელი – გმირთა ხსოვნას პატივი პრემიერმა და მთვრობის წევრებმა მიაგეს

f9767ab1615d216533d109c343a6ed3423 წელი სოხუმის დაცემიდან. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვე და 13 დღეს გრძელდებოდა. დაღუპული მეომრების ხსოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიაგეს.

დღეს ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდი და როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, – განაცხადა პრემიერმა.

დაღუპული გმირების ხსოვნას, მთავრობის მეთაურთან ერთად, პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა.

სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ტეგები: ,