თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მერვე სიცოცხლე და ისტორიები, რომელიც ყოველწელს იბადება

14518821_1109605605786724_1531266224_n თეატრში შემთხვევით მოხვდა, თუმცა ეს შემთხვევითობა მისი საყვარელი საქმე და ყოველდღიურობა მალე გახდა. თეატრალურ სარდაფში ნანახმა გუნდურობამ და ჭოლას, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის გასაოცარმა შემოქმედებითობამ, ის იმ კედლებს მიაჯაჭვა, სადაც ცხოვრებას სულ სხვა დინება აქვს. არადა, პირველი შეხება მასთან ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში ჰქონდა. კარგად ახსოვს დედამ, როგორ წაიყვანა ოპერისა და ბალეტის თეატრში, თუმცა, სპექტაკლზე მეტად, ის ახალი ფეხსაცმელები დაამახსოვრდა, რომელიც მშობლებმა მაშინ, განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად პირველად ჩააცვეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, გოგონა გაიზარდა, მაგრამ ბედმა უკან, ისევ ჯადოსნურ სამყაროში დააბრუნდა.
ეკა მაზმიშვილი

მარჯანიშვილის თეატრის მმართველი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი
„1998 წელს, ჩემმა მეგობრებმა თეატრალური სარდაფი გახსნეს, მთხოვეს მათთან ერთად მემუშავა და მეც დავთანხმდი. მანამდე, ასე ვთქვათ, ერთი ჩვეულებრივი ბიოგრაფიის მქონე მაყურებელი ვიყავი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი და ვმუშაობდი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში”. ასე რომ, ვიდრე თეატრალურ სარდაფში მივიდოდი, წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში და მხოლოდ მაყურებლის დონეზე ვიცნობდი მას“.
სარდაფს, 2006 წელს მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის ხელმძღვანელობა, 2009 წელს კი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მოჰყვა. „დაარსების დღიდან, ვცდილობთ საერთაშორისო კულტურულ რუკაზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გავხდეთ“ – ამბობს ქალი, რომელიც კულტურათაშორის ენას, ადამიანების დაახლოვებისა და მათთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. ფესტივალის მთავარი მიზანიც ხომ საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, მდიდარი საშემსრულებლო ხელოვნებისა და ინოვაციების წარმოჩენა და ყველა თაობისა ადამიანისთვის, ნამდვილი კულტურული ცენტრის შექმნაა.

14508542_1109605625786722_1325081010_n„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. ის დღეს არამარტო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა, არამედ ლიდერია კავკასიის ქვეყნების ფესტივალებს შორის. ყოველ წელს ფესტივალის პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ჩვენ მხოლოდ ლეგენდარულ სპექტაკლებსა და პერფორმანსებს კი არ წარვადგენთ, ეს შესაძლებლობაა დისკუსიისა და კამათის მცდელობა – საკუთარ თავთან, მეგობართან, საზოგადოებასთან, რომელიც პატარა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზრებსა და ოცნებებზე“.

ყველა ფესტივალს ინდივიდუალური ხელწერა აქვს, ამ შემთხვევაშიც ასეა. პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილითა და მაყურებლის მიმართ გამორჩეული სიყვარულით დგება. წელს, თბილისი, მას უკვე მერვედ, 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს, ამ დროის განმავლობაში ქალაქის ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად იცვლება, წინ 12 განსხვავებული დღე და რამდენიმე ათასი დადებითი ემოციაა.

„24 სექტემბრიდან, თბილისის სხვადასხვა თეატრებში ჩვენ წარვადგენთ: გერმანიის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ნორვეგიისა და უკრაინის მსოფლიო შედევრებს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვყავდა 100 000 მეტი მაყურებელი და მსოფლიოში ცნობილი, ლეგენდებად ქცეული თეატრები და მსახიობები. მუდმივ კითხვაზე თუ რა სურს ფესტივალს, ჩვენ ასეთი პასუხი გვაქვს: 14518580_1109605639120054_2088170260_nგვსურს თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი – თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი… გვსურს გავარღვიოთ საზღვრები, შევიცნოთ ჯერ კიდევ უცნობი კულტურები, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ“.
მართალია, ხელმძღვანელის სავარძელს, სქესი არ ააქვს, მაგრამ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში ამოკითხული ანალიზი ძალიან მოეწონა და დღემდე კარგად ახსოვს – ქალს მოვლის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ მეტი ქალი მენეჯმენტში საქმეს სასიკეთოდ წაადგება, ხოლო როცა გაწეული შრომის შეფასებაზე მიდგება საქმე, მთავარია გაიხსენო, რომ თეტრში მაყურებლის დასწრება 80 პროცენტს აჭარბებს, ეს გულს კი დაგიმშვიდებს, მაგრამ ხვალინდელი დღის ამოცანებზე განსაკუთრებულად გაფიქრებს – იოლი არაა, ერთდროულად, არც აკადემიურ ჩარჩოს გაცდე და არც თანამედროვეობა დაკარგო. ექსპერიმენტები ყოველთვის კარგია, მით უფრო, რომ ზევით, სხვენზე ახალგაზრდები ისეთი პროფესიონალიზმით მუშაობენ, ნამდვილად შეგშურდება, მათ ბურთიც ააქვთ და მოედანიც – ესეც „გუნდური მენეჯმენტის“ საუკეთესო და თანაც გამართლებული გადაწყვეტილებაა.

ამასობაში, დიდ თეატრში ყოფნის 10 წელი გავიდა. დასათვლელად ცოტაა, საქმისთვის ბევრი. ეკას და მის გუნდს, დღესაც რთული გამოწვევა აქვთ – როგორ დარჩე ისევ პირველი.

მეტი:

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *