პრემიერი: მოქალაქეები როცა დარჩებიან სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის

b666460a751345239bc1ae0593379285პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მან მხარი დაუჭირა საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს მომავალს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

ამის შესახებ პრემიერმა ვაჟა-ფშაველაზე, #64-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, საქართველოს მივულოცო არჩევნების დღე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ, ეკონომიკურ აღმავლობას, მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას დ უკეთეს განათლებას.

ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან საკუთარი თავის, საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ტეგები: , , ,