ჩინეთის ტერაკოტის არმიის წარმომავლობა
ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველმა ევროპელებმა ქვეყანაში მარკო პოლომდე 1500 წლით ადრე შეაღწიეს და შესაძლოა ტერაკოტის (გამომწვარი თიხის) არმიის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ მოგვითხრობს გამომცემლობა «The Independent»
ასეთი დასკვნები მეცნიერებმა, გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანდის სამარხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს მოპოვებული არქეოლოგიური და გენეტიკური მასალების ანალიზის შედეგად გამოიტანეს.მკვლევარებმა აღმოაჩინეს ევროპული წარმოშობის უამრავი არტეფაქტი, ხოლო დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ევროპელები ჩინეთში ჩვენ ერამდე მე-III საუკუნეში გამოჩნდნენ.
სავარაუდოდ ესენი იყვნენ ძველი ბერძნები, რომლებმაც IV საუკუნეში ჩვენ ერამდე, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ, ინდოეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერაკოტის არმია და სხვა ქანდაკებები, რომლებიც გათხრების ადგილზე იქნა ნაპოვნი, შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკებების და ხელოვნების სხვა ნიმუშების მიმსგავსებით“, — აღნიშნავს არქეოლოგი ხუნ სუჯანი.
ტერაკოტის არმია წარმოადგენს კომპლექსს, სადაც მოთავსებულია რვა ათასზე მეტი ნატურალური ზომის ჩინელი მეომრის და მათი ცხენების ქანდაკებები. ძეგლი, ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის სამარხის ახლოს მდებარეობს.