რეგისტრაცია შესვლა
09.11.2016 ბოლო განახლება 15:39

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

09.11.2016
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

82a1b65f6d24913cfaa31d60f9b47effდონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

ტრამპის გამარჯვების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა მან გამარჯვებისთვის საჭირო, ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმაზე მეტი მოიპოვა.

შესაბამისად, წამყვანი მედიასაშუალებების, სოციოლოგიური ცენტრების და პოლიტიკოსების პროგნოზის მიუხედავად, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ და ექს-სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ამერიკული პრესის ცნობით, დონალდ ტრამპს 57 მილიონმა ამერიკელმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ტრამპმა საარჩევნო შტაბში მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის “ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება”.

70 წლის დონალდ ტრამპი ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და მეცენატი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. როგორც New York Times-ი წერს, მესამედ დაქორწინებული ტრამპი ამჟამად მანჰეტენზე, მე-5 ავენიუზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობს.

ინფორმაციისთვის, 2012 წელს დონალდ ტრამპი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ამ ორდენით ის უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.

მეტი:

  • “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია 17.11.2014 “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია
  • რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”05.07.2016 რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”
  • პირველკლასელთა რეგისტრაცია  დაიწყო10.04.2017 პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
  • ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება14.03.2018 ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება
  • ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება07.02.2017 ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება
  • სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება15.12.2017 სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება
  • ნიცის ტერაქტის შემსრულებელი15.07.2016 ნიცის ტერაქტის შემსრულებელი
  • Google-ს კამერა-რობოტი ფერწერული ტილოების გადასაღებად18.05.2016 Google-ს კამერა-რობოტი ფერწერული ტილოების გადასაღებად
  • 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს19.03.2018 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს
  • მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება29.06.2016 მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება
  • „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 6 რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა31.05.2017 „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 6 რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა

ამინდი

თბილისი
ახალციხე
ბათუმი
ბაკურიანი
ბორჯომი
გორი
გუდაური
თელავი
სოხუმი
ქუთაისი
ცხინვალი

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd