რეგისტრაცია შესვლა
21.12.2016 ბოლო განახლება 16:58

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
18.02 4°19.02 4°20.02 1°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

ახალ სათხილამურო სეზონზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

21.12.2016
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

621a615496f7edf8ebc71c6fff88dde3

ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

მიმდინარე სეზონზე შსს-ს საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა – მოთხილამურე პატრული.

დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა.

„მოთხილამურე პატრულის საპოლოტე პროექტმა გაამართლა. გასულ სეზონზე სქი-პატრულმა წარმატებით იმუშავა. არაერთ დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინა დახმარება და მრავალგზის აღკვეთა სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები. როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – SKI PATROL და POLICE.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.

მეტი:

  • საქართველო “ევროვიზიის” ფინალშია13.05.2016 საქართველო “ევროვიზიის” ფინალშია
  • პრინცმა ჰარიმ ქართველებს გამარჯვება მიულოცა09.05.2016 პრინცმა ჰარიმ ქართველებს გამარჯვება მიულოცა
  • 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდური ხელჩანთები19.08.2016 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდური ხელჩანთები
  • “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს31.03.2016 “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება
  • სუს-მა ფაშისტურ მოძრაობას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა18.05.2018 სუს-მა ფაშისტურ მოძრაობას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა
  • ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა12.04.2018 ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა14.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
  • ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს14.05.2018 ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს
  • ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება14.03.2018 ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება
  • „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს19.07.2018 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარია14.12.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარია

ამინდი

თბილისი
18.02 4°
ახალციხე
18.02 -5°
ბათუმი
18.02 8°
ბაკურიანი
18.02 -1°
ბორჯომი
18.02 -0°
გორი
18.02 1°
გუდაური
18.02 -13°
თელავი
18.02 4°
სოხუმი
18.02 1°
ქუთაისი
18.02 7°
ცხინვალი
18.02 -1°

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd