მამუკა ჩარკვიანის საღამო – ,,ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას’’
30 მარტს ქართული ესტრადის ახალგაზრდა თაობა, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებიდან ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.
,,ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას’’ ამ სათაურით 30 მარტს 20:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო. კონცერტზე საავტორო სიმღერებს შეასრულებენ ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები: ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია, დათუნა მგელაძე, ანი სირაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი ჩიქოვანი და სხვები.
ცაია ყიფიანი: გადავწყვიტეთ გაზაფხულის პირველ თვეს გაგვეკეთებინა მამუკა ჩარკვიანი შემოქმედებითი საღამო, ვინაიდან მისი შემოქმედება სწორედ სიცოცხლის გამოღვიძებას, რაღაც ახლის დაწყებას ჰგავს და ამიტომაც სიმბოლურია გაზაფხულის პირველი თვე. გვინდა დარბაზი და მაყურებელთა გული სწორედ მამუკას თბილი შემოქმედებით გავათბოთ.