დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ილია მეორეს ხვდებიან
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდებიან. ადგილზე იმყოფებიან მისი მშობლები, მეუღლე, შვილები და ძმა. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, ის მედიასთან კომენტარს მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
ეს შეხვედრა ადვიკატების გარეშე მიმდინარეობს. საპატრიარქოში შესვლამდე დეკანოზის ოჯახს კომენტარები არ გაუკეთებია.