აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს

0f777a662427f118828370c4c3345e44აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ვაშინგტონში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. თავდაცვის და უშიშროების საკითხებში მომუშვე ეს ჯგუფი შექმნილია “სტრატეგიული დიალოგის კომისიის” ფარგლებში.

“აშშ გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების გაგრელებასთან და გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით”, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფის შეხვერდა გაიმართა 8 სექტემბერს. მისმა მონაწილეებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, “კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს სამხედროები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებიდან -აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების საფუძველზე”.

“აშშ ხაზს უსვამს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *