აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე მუშაობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს

farosსოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე მუშაობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„ბიოლოგიურმა მტერმა შეიძლება სიკეთესთან ერთად ეკოსისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს, რაც დააზიანებს სხვას. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და არავის დარჩეს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

2018 წლის ბიუჯეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 14 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *