ახალი „ტერმინატორის“ გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება
ახალი „ტერმინატორის“ გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ თავად არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა.
„მეექვსე „ტერმინატორის“ გადაღებებს ივნისში ვიწყებთ და დაახლოებით ოქტომბერში ვასრულებთ. ამ პროექტში მეც ვმონაწილეობ და კვლავ მთავარ როლს ვასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ ტიმ მილერთან ერთად შესანიშნავი ფილმი გამოგვივა“, – განაცხადა მან.
ფილმის სიუჟეტი არ ხმაურდება. ცნობილია, რომ შვარცენეგერს პარტნიორობას ლინდა ჰემილტონი გაუწევს. ჯერ არც პრემიერის თარიღია ცნობილი.