მეტრო „რუსთაველი“ მთაწმინდას ახალი საბაგიროთი დაუკავშირდება
ახალი საბაგირო გზით მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დაკავშირება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, არსებობს მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
“ერთადერთი პროექტი, როემლიც საბაგიროზე არსებობს, არის მეტრო “რუსთაველის“ დაკავშირება მთაწმინდასთან. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, კვლევებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კალაძემ.
გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს.