რეგისტრაცია შესვლა
11.05.2018 ბოლო განახლება 17:01

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.02 7°23.02 8°24.02 9°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

ცაიშის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან

11.05.2018
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

ცესკოზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში 13 მაისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, – ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

„ხმის ელექტრონული დათვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცესკომ ამ არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ პროცესის შესაფასებლად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი.

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი, 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი. არჩევნების დღეს გააშუქებს 15 მედიასაშუალების 255 წარმომადგენელი. ასევე 13 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 28 წარმომადგენელი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული საარჩევნო პროცესის კვლევის შედეგები გაზიარებული და განხილული იქნება ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ხმის დათვლის საპილოტე პროექტი კანადურ საერთაშორისო ორგანიზაცია DELLIAN-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

მეტი:

  • პირველკლასელთა რეგისტრაცია  დაიწყო10.04.2017 პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
  • 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს19.03.2018 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს
  • ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება14.03.2018 ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება
  • Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა28.06.2016 Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა
  • სოხუმის დაცემიდან 23 წელი – გმირთა ხსოვნას პატივი პრემიერმა და მთვრობის წევრებმა მიაგეს27.09.2016 სოხუმის დაცემიდან 23 წელი – გმირთა ხსოვნას პატივი პრემიერმა და მთვრობის წევრებმა მიაგეს
  • მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება29.06.2016 მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება
  • პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს12.09.2017 პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
  • ტერაქტი ნიცაში15.07.2016 ტერაქტი ნიცაში
  • “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია 17.11.2014 “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია
  • “რეფერენდუმი” აფხაზეთში01.06.2016 “რეფერენდუმი” აფხაზეთში
  • 10.08.2017 შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება

ამინდი

თბილისი
22.02 7°
ახალციხე
22.02 -12°
ბათუმი
22.02 7°
ბაკურიანი
22.02 -3°
ბორჯომი
22.02 -1°
გორი
22.02 -2°
გუდაური
22.02 -13°
თელავი
22.02 7°
სოხუმი
22.02 1°
ქუთაისი
22.02 7°
ცხინვალი
22.02 -3°

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd