რეგისტრაცია შესვლა
03.06.2018 ბოლო განახლება 19:44

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.02 7°23.02 8°24.02 9°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

„თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციური პარტიების აქციას არ უერთდებიან

03.06.2018
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

,,ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით”, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებენ.

„საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ უსამართლობის ჩამდენი ხელისუფლების შეცვლა ადამიანს და საზოგადოებას არ იცავს ახალი უსამართლობისგან, რომელსაც ახალი ხელისუფლებები სჩადიან. აშკარაა, რომ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული როგორც მენტალიტეტი, ასევე სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემა ხელისუფლებებს ისე იცვლის, როგორც გველი ტყავს, თვითონ კი არსებითად უცვლელი რჩება. ამიტომ უნდა დავადგეთ ახალ გზას და აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, უსამართლობით აღშფოთებულმა ადამიანებმა ერთად უნდა ვაიძულოთ სწორედ ეს ხელისუფლება, რომ დღესვე დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უმოკლეს დროში უზრუნველყოფს დანაშაულებების გამოძიებას, რათ კანონის ძალით დაისაჯოსყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა ან კანონის წინაშე პასუხისგებას აარიდა დამნაშავე.

ჩვენ ვიცით, რომ რევოლუცია არის ხალხის ენერგიის გაუმართლებელი ფლანგვა! საზოგადოების ძალ-ღონე უნდა მივმართოთ არა ხელისუფლების შეცვლის ერთჯერად აქტზე, არამედ უსამართლობასთან შეურიგებელი ადამიანების ენერგია უნდა მივმართოთ ყოველდღიურ და დაჟინებულ მოთხოვნაზე, რათა ხალხის ფულით დაფინანსებულმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებით აღასრულოს მასზე კანონისა და ხალხის მიერ დაკისრებული ყველა მოვალეობა, შეწყვიტოს ძალაუფლების უზურპაცია, სათანადოდ შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით.

ჩვენ გულწრფელ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და სხვას ყველას, ვისაც უბედურება მოუტანა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამაზრზენი უსამართლობა ერთხელ და საბოლოოდ შეცვალოს კანონიერმა სამართლიანობამ. ჩვენი აზრით, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა სჭირდება, როცა ხორავას ქუჩაზე მომხადი საშინელება თანდათან საჯილდაო ქვად გაიხადეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ და ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მათ ბედქვეშ მყოფ ადამიანებს სამართალი გაუჩინოს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფომ. ამ ადამიანებს შვილები მოუკლეს და მათდამი ხელისუფლების მიერ ჩადენილი არამარტო უსამართლობა, არამედ გამოჩენილი გულგრილობაც კი არის მათი სამოქალაქო მკვლელობა, რომელსაც ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ანუ პროდასავლური ძალები და საზოგადოება, ყველანი ერთად აღვუდგებით წინ”, – ნათქვამია განცხადებაში.

–

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა აქციები დაანონსეს. მათი თქმით, ისინი „რეჟიმის დასამხობად“ გააგრძელენ ბრძოლას.

ვაკის პარკში შეკრებილები მოქალაქეები ემიჯნებიან აქციას, სადაც პოლიტიკოსების მონაწილეობენ.

„სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ – ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ, რომ მათთან ერთად დარჩეს.

მეტი:

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა14.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
  • სხვა ქალი (The Other Woman)13.05.2014 სხვა ქალი (The Other Woman)
  • ევროკავშირის ელჩი – საქართველოში იყო მშვიდობიანი არჩევნები25.10.2017 ევროკავშირის ელჩი – საქართველოში იყო მშვიდობიანი არჩევნები
  • მძარცველი ციყვები:ოპერაცია თხილი 3D13.05.2014 მძარცველი ციყვები:ოპერაცია თხილი 3D
  • სუს-მა ფაშისტურ მოძრაობას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა18.05.2018 სუს-მა ფაშისტურ მოძრაობას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა
  • პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს12.09.2017 პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
  • 15.03.2017 ლევან იზორია ქართული არტილერიის დღესთან დაკავშირებით, ხონის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია
  • დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება11.09.2017 დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
  • გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად01.11.2017 გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ცნობილია13.10.2017 საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ცნობილია
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარია14.12.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარია
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება

ამინდი

თბილისი
22.02 7°
ახალციხე
22.02 -12°
ბათუმი
22.02 7°
ბაკურიანი
22.02 -3°
ბორჯომი
22.02 -1°
გორი
22.02 -2°
გუდაური
22.02 -13°
თელავი
22.02 7°
სოხუმი
22.02 1°
ქუთაისი
22.02 7°
ცხინვალი
22.02 -3°

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd