რეგისტრაცია შესვლა
06.06.2018 ბოლო განახლება 18:39

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
22.02 7°23.02 8°24.02 9°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა

06.06.2018
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა. შესაბამის კვლევას ლონდონში, „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ოთხი საფეხურით არის გაუარესებული.
გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველოს რუანდა და ლესოტო მოსდევენ.

ყველაზე მშვიდობისმოყვარულ ქვეყნებად დასახელდნენ ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია. ჩინეთი რეიტინგში 112-ე პოზიციაზეა, აშშ კი – 121-ეზე. სიას ასრულებენ სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში რუსეთი ბოლო ათეულში შედის და 154-ე ადგილს იკავებს, მისი პოზიცია გასულ წელთან შეადრებით, ერთი საფეხურით გაუარესდა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მშვიდობისმოყვარულობის გლობალური ინდექსის მიხედვით, სომხეთი 120-ე ადგილზე, აზერბაიჯანი – 132-ე, თურქეთი – 149-ეზე, უკრაინა – 152-ეზე.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სეპარატისტული და ეთნიკური კონფლიქტების გამო, საქართველოს ეკონომიკამ სტაგნაცია განიცადა, კორუფცია გაიზარდა და მთავრობა სულ უფრო არაეფექტიანი გახდა. მხოლოდ 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა რეჟიმმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებრივი პოტენციალის შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე. სახელწოდება „ვარდების რევოლუცია“ თავისთავად მეტყველებს საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დონის არსებობაზე“, – აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველო იყო ქვეყანა მშვიდობის დაბალი დონით, რომელიც მკვეთრად გაუმჯობესდა 2018 წლისთვის.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს დედამიწაზე ვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად მშვიდია, ძალადობისგან ზარალმა 2017 წელს 14,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღმოცენებული დაძაბულობა, კონფლიქტები და კრიზისები მსოფლიოში დაურეგულირებელი რჩება, რაც მშვიდობის დონის ვარდნას იწვევს“, -ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი:

  • გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად01.11.2017 გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
  • ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა12.04.2018 ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
  • „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს19.07.2018 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს
  • ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს14.05.2018 ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს
  • 07.12.2016 ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 25 ადამიანი გარდაიცვალა
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა14.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
  • რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”05.07.2016 რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”
  • აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს13.09.2017 აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს
  • კვირიკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება16.02.2018 კვირიკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება
  • ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება14.03.2018 ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება
  • მძარცველი ციყვები:ოპერაცია თხილი 3D13.05.2014 მძარცველი ციყვები:ოპერაცია თხილი 3D
  • დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება11.09.2017 დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება

ამინდი

თბილისი
22.02 7°
ახალციხე
22.02 -12°
ბათუმი
22.02 7°
ბაკურიანი
22.02 -3°
ბორჯომი
22.02 -1°
გორი
22.02 -2°
გუდაური
22.02 -13°
თელავი
22.02 7°
სოხუმი
22.02 1°
ქუთაისი
22.02 7°
ცხინვალი
22.02 -3°

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd