როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს – რეკომენდაცია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი მიწისძვრის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს ავრცელებს.
როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ; სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან; მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას; არ ისარგებლოთ ლიფტით; დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან; თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ; არ ისარგებლოთ ასანთით.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში იმყოფებით
გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან; არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ, – წერია რეკომენდაციებში.
5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. განმეორებითი ბიძგები 03:58 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერად, სომხეთში იყო.