პროკურატურა მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მირზა სუბელიანისა და მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით მოწმის მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულ მ.მ.-ს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას შეცვლიდა და გ.ჯ.-ს დანაშაულში არ ამხელდა, მატერიალურად დაეხმარებოდა მას და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
მ.მ. 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო მ.ს. 2018 წლის 9 ივნისს იქნა დაკავებული. მ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), მ.ს.-ს კი 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მეტი:
01.11.2017 გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
09.05.2016 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
29.01.2018 1-ელი თებერვლიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
10.04.2017 პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
12.04.2018 ლენტეხი-ბავარის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
19.07.2018 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს
14.05.2018 ირაკლი კობახიძე – ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს
16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება
14.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
15.07.2016 ტერაქტი ნიცაში
09.01.2018 დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა
13.09.2017 აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს