ლენტეხში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი დაიწვა
ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის შედეგად, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
„ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.