აკაკი ზოიძე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს

აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი” წერს.

ზოიძის თქმით, უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები.

„ეს უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდიუღად სჭირდებთ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ზაფხულიდან პენსიონერები გარკვეული სახის მედიკამენტებს, მათ შორის წნევის მარეგულირებელ წამლებს,  მინიმალურ ფასად შეიძენენ. იგეგმება 23 სახეობის მედიკამენტის რაოდენობის 50-მდე გაზრდაც.

2017 წლის 1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *