რეგისტრაცია შესვლა
04.10.2018 ბოლო განახლება 17:04

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
18.02 8°19.02 4°20.02 1°
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ბიზნეს ინოვაციების ფორუმს უმასპინძლა

04.10.2018
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

საქართველოს ფოსტამ PostEurop-ის პლენარული სხდომის ფარგლებში „ბიზნეს ინოვაციების ფორუმს“ უმასპინძლა, რომელსაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტები და ხედვები. სპიკერთა შორის წარმოდგენილი იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელმაც ელექტრონული კომერციის მიმართულებით სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური სტარტაპ პროექტები წარმოადგინა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს საფოსტო ბიზნესის განვითარების და მოდერნიზაციისთვის.

„ბიზნეს ინოვაციების ფორუმი გახლავთ პლატფორმა ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების გასაზიარებლად, ფორუმი საშუალებას აძლევს საფოსტო ოპერატორებს გაეცნონ მათი ბიზნესისთვის საჭირო და საინტერესო პროექტებს, ხოლო სტარტაპერებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინონ. ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია წევრ საფოსტო ოპერატორებს პირველებს გავაცნოთ საფოსტო ბიზნესისთვის საინტერესო და საჭირო პროექტები, გავაცნოთ როგორ შეიძლება საფოსტო პროდუქტების რენოვაცია, ახალი ონლაინ სერვისების დანერგვა და განვითარება. ვფიქრობ წლევანდელი ფორუმის შედეგად ბევრ პარტნიორულ პროექტს ჩაეყრება საფუძველი რომელთა შედეგებსაც ახლო მომავალში ვიხილავთ“ – განაცხადა PostEurop-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ჟან პოლ ფორსევილმა.

„ბიზნეს ინოვაციების ფორუმი ყოველწლიურად იმართება PostEurop-ის პლენარული სხდომის ფარგლებში და ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს გვთავაზობს. მრავალი ინოვაციური სერვისი და პროექტი, რომლითაც დღეს ევროპის მოწინავე საფოსტო ოპერატორებთან ერთად საქართველოს ფოსტაც სარგებლობს, სწორედ გასულ წლებში ამ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დიგიტალიზაცია დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საფოსტო მიმართულების, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის მსოფლიოში, შესაბამისად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი იქნა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც დაკავშირებულია საფოსტო სერვისების განვითარებასთან, ასევე საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია განვითარებაზე, ჩვენ მზად ვართ ინოვაციური პროექტებისთვის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, რათა მეტად ეფექტური, სწრაფი და კომფორტული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს და მომხმარებლებს. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი – ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური პროექტების და სერვისების დანერგვაზე საქართველოს ფოსტაში, რაც საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს, ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მიმდინარე წელს „ბიზნეს ინოვაციების ფორუმმა“ ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის წარდგენილი იქნა წარმატებული კომპანიები რომლებიც მოღვაწეობენ ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. დამსწრე საზოგადოებას მათ შესთავაზეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები საფოსტო სერვისების და პროდუქტების მოდერნიზაციის, მიტანის სერვისის გამარტივების და სწრაფი მომსახურების მიმართულებით. აქვე წარმოდგენილი იქნა სპეციალური შესაფუთი მასალები განსაკურებული და მალფუჭებადი პროდუქტებისთვის. ბიზნეს ინოვაციების ფორუმი არის შესაძლებლობა მეწარმეების და ბიზნესმენებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და მათი ლოჯისტიკური სქემების გასაფართოებლად.

მეტი:

  • შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა – მაგდა მაღრაძე 20118 წლის შედეგებს აჯამებს19.12.2018 შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა – მაგდა მაღრაძე 20118 წლის შედეგებს აჯამებს
  • დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა09.01.2018 დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა
  • Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა28.06.2016 Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება16.04.2018 საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება
  • სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება15.12.2017 სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება
  • “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია 17.11.2014 “ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია
  • „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს19.07.2018 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს
  • ზუგდიდში ძმამ და დაჭრა19.06.2018 ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
  • მეუფე შიო – ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა17.05.2018 მეუფე შიო – ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა
  • ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს14.05.2018 ირაკლი კობახიძე – ​ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა14.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
  • ფოკუსების ოსტატმა ტელეწამყვანს ხელი გაუხვრიტა04.07.2016 ფოკუსების ოსტატმა ტელეწამყვანს ხელი გაუხვრიტა

ამინდი

თბილისი
18.02 8°
ახალციხე
18.02 -2°
ბათუმი
18.02 7°
ბაკურიანი
18.02 1°
ბორჯომი
18.02 2°
გორი
18.02 3°
გუდაური
18.02 -5°
თელავი
18.02 8°
სოხუმი
18.02 2°
ქუთაისი
18.02 6°
ცხინვალი
18.02 1°

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd