რეგისტრაცია შესვლა
03.12.2018 ბოლო განახლება 15:54

IMEDI.FM

მთავარი გვერდის ჩანაწერები
  • FM სიხშირეები
  • ჩვენს შესახებ
    • რეკლამის განთავსება
      • დაგვიკავშირდით
  • დილის არხი
  • დღის არხი
  • საღამოს არხი
  • ქრონიკა FM
  • 17:17
  • გვიყურეთ

თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი გაიხსნა

03.12.2018
გაზიარება
Facebook 0 Tweet
უკან
წინ

საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, საზეიმოდ მაკა ასათიანმა Mercedes Benz-ის (Daimler AG) მოწვეულ დელეგაციასთან ერთად გახსნა. დღესვე, მხარეები 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის იუბილეს აღნიშნავენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ Daimler AG-ის ოფიციალური პირები გერმანიიდან, Mercedes Benz-ის მუდმივი მომხმარებლები, კომპანიის პარტნიორები, მათ შორის კომერციული ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ასევე ასათიანების ოჯახის მეგობრები. ღონისძიებას 1000-მდე პირი ესწრებოდა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3 ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალი დონის და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. სივრცე სახელოსნოებს, საგამოფენო დარბაზებს, მოსაცდელ და მოსასვენებელ ტერიტორიას, VIP სივრცეს AMG-ის მომხმარებლებისთვის, ასევე პარკინგს, სამრეცხაოებს და გამწვანებას აერთიანებს. ავტოსალონში შესაძლებელია Mercedes Benz-ის მიერ წარმოებული, სხვადასხვა სპეციფიკაციების მქონე, თქვენთვის სასურველი Mercedes-ის უმოკლეს დროში ჩამოყვანა, რომელზეც გარბენის შეუზღუდავად 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ვრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილება, Mercedes Benz-ის ტექნოლოგიები

დროთა განმავლობაში დაიხვეწა და შესაძლებელი გახდა საწვავის მოხმარების დაახლოებით 18%-ით შემცირება, რაც შესაბამისად გარემოს ნაკლებ დაბინძურებას იწვევს. ცენტრში მომხმარებლებს კვალიფიციური Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრები უმოკლეს დროში ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ და დაზიანებულ ავტოსათადარიგო ნაწილებს ორიგინალით შეუცვლიან, რომელსაც ავტომობილის მსგავსად, 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ექნება. თანამედროვე სტანდარტებითა და სმარტ ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრში დამონტაჟებულია ზეთის გამოტუმბვის უახლესი დანადგარები, ავტომატური ზეთის მიწოდების სისტემა, გამონაბოლქვი გაზების გამწოვი სისტემები, ჰაერის გამწმენდი ფილტრები, დაბინძურებული დეტალების დასასუფთავებელი დანადგარები, ჰაერთმომარაგების ბოლო მოდელის კომპრესორები, რომელსაც ოთხმაგი გაფილტვრა გააჩნია. ევროსტანდარტების შესაბამისად, ცენტრში ავტომობილის ძარის ალუმინის დეტალების შესაკეთებლად, ზედაპირის დასამუშავებლად თუ სხვა დამატებითი მომსახურების მისაღებად, სპეციალური დანადგარებია დამონტაჟებული, სადაც უსაფრთხოების მიზნით, ხდება ალუმინის მტვრის შეგროვება და ფილტრაცია. დამონტაჟებულია სათუნუქე დანადგარი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მეტალების ქარხნულად, წერტილოვანი შედუღება და მისი ყველა წესის დაცვით აღდგენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Mercedes Benz-ის ცენტრი ერთადერთია, ვისაც რკინისა და ალუმინის მოქლონვის ძვირადღირებული დანადგარი გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს – ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. რობოტისა და დამხმარე დანადგარების მეშვეობით ხდება დეფორმაციის გამოსწორება და გეომეტრიის შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი ადგილზეა და არ უქმნის საფრთხეს ავტომობილის მგზავრებს. ცენტრი მომხმარებელს ასევე ავტომატური მართვის ცენტრით აღჭურვილ სამღებროს სთავაზობს, სადაც ავტომობილი ქარხნული წესით იღებება. გამოიყენება წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული Glasurit-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა საღებავები. ხდება ავტომობილის მომზადება შესაღებად, მისი შეფუთვა, შესაღებ ნაწილზე საღებავის დასხმის პროცესი, აორთქლება, თბილი ჰაერის მიწოდება და ვენტილაცია. სამღებროში დამონტაჟებული ოთხმაგი ფილტრაცია, საშუალებას იძლევა, რომ შიდა და გარე მტვრისაგან გაიწმინდოს სივრცე, რათა შეღებილი დეტალი იყოს იდეალური. ახალი სამღებრო დანადგარი მაღალი ხარისხის მომსახურების უმოკლეს დროში მიღების საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ Mercedes-ის სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, თითოეულ დანადგარს, გააჩნია სპეციალური გამწმენდი ფილტრაციის სისტემა, რის შედეგადაც, საბოლოოდ გარეთ მხოლოდ გაწმენდილი ჰაერი გადის. გარდა ავტოსერვისისა და მსუბუქი ავტომობილებისა, Mercedes Benz-ის წარმომადგენლობა Mercedes Benz-ის ავტობუსების, Unimog-ის სპეციალიზირებული ტექნიკის (სამხედრო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავტომობილები), Van-ის მიკროავტობუსების და სატვირთო ავტომობილების შემოყვანა-რეალიზაციას ახდენს, მომდევნო წლიდან კი მათ რიგებს Daimler AG-ის შვილობილი Setra-ს ავტობუსები დაემატება.

Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება. ცნობისთვის, Mercedes-ის მარკის ავტომობილი საქართველოს ავტოპარკში უკვე წლებია ლიდერია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 200 ათასამდე სხვადასხვა მოდელის Mercedes-ია რეგისტრირებული. მამაკაცებში უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს Mercedes-ი – 20%-იანი წილით, ხოლო ქალბატონებში 12%-იანი წილითაა წარმოდგენილი.

მეტი:

  • 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს19.03.2018 20 მარტს საქართველოში ტემპერატურა +28 გრადუსამდე აიწევს
  • პირველკლასელთა რეგისტრაცია  დაიწყო10.04.2017 პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
  • ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება12.03.2018 ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
  • ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება07.02.2017 ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება
  • ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება14.03.2018 ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება
  • „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 6 რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა31.05.2017 „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 6 რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა
  • მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება29.06.2016 მარგველაშვილი – წერეთელი ფასეული ფიგურა იქნება
  • ზუგდიდში ძმამ და დაჭრა19.06.2018 ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
  • პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს12.09.2017 პეკინის ქუჩაზე ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
  • თურქეთში ტურისტების რიცხვი 28.1%-ით შემცირდა28.05.2016 თურქეთში ტურისტების რიცხვი 28.1%-ით შემცირდა
  • სოხუმის დაცემიდან 23 წელი – გმირთა ხსოვნას პატივი პრემიერმა და მთვრობის წევრებმა მიაგეს27.09.2016 სოხუმის დაცემიდან 23 წელი – გმირთა ხსოვნას პატივი პრემიერმა და მთვრობის წევრებმა მიაგეს
  • რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”05.07.2016 რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”

ამინდი

თბილისი
ახალციხე
ბათუმი
ბაკურიანი
ბორჯომი
გორი
გუდაური
თელავი
სოხუმი
ქუთაისი
ცხინვალი

ტეგები

"ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ამინდი ამინდის პროგნოზი არჩევნები არჩევნები 2016 არჩევნები 2017 აშშ ბიძინა ივანიშვილი განცხადება გერმანია გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილი დავით მაღლაფერიძე დავით ნარმანია დავით უსუფაშვილი დილის სამინისტრო ევროკავშირი ეროვნული ვალუტის კურსი ვალუტის კურსი ვუსმენთ ერთმანეთს" ზაზა ჭითანავა თბილისი თბილისის მერია თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთი ირაკლი კობახიძე ისლამური სახელმწიფო კახა კალაძე მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნინი ხუგაშვილი ნინო მეუნარგია პარლამენტი რუსეთი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრი სირია საქართველო უკრაინა შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ცესკო

კატეგორიები

ჩანაწერების კალენდარი

თებერვალი 2019
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728  

სექციები

FOLLOW US :
  • Twitter Realtime updates
  • Facebook Like our page
  • YouTube Video collection
  • RSS Feeds
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • დაგვიკავშირდით
  • საიტის რუკა
  • განაცხადი
Copyright © 2013 All rights reserved. Radio Imedi Ltd