13 ივნისის გაკვეთილები/”ვუსმენთ ერთმანეთს“/

ინტერაქტივის შეკითხვა: თქვენი აზრით, რა გვასწავლა 13 ივნისის ტრაგედიამ? გადაცემის სტუმარი: გვანცა ჟღენტი – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების დეპარტამენტის კოორდინატორი. წამყვანი და პროდიუსერი: დავით მაღლაფერიძე. რადიო იმედი, გადაცემა “ვუსმენთ ერთმანეთს”.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს. „როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და […]

ევროკომისია ევროპაში უფასოდ მოგზაურობის მსურველ 18 წლის ახალგაზრდებს მატარებლის უფასო ბილეთებს დაურიგებს

ევროკავშირის დაფინანსებით, ევროპის ქვეყნების 30 ათასი, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მატარებლის უფასო ბილეთებით ისარგებლებს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. პროექტი ევროკავშირში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კულტურული ურთიერთობებისა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მოგზაურობის პერიოდი ივლის-სექტემბერს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პროექტი, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ხარჯებს ითვალისწინებს და არ მოიცავს, საცხოვრებელ, კვების და სახარჯო თანხებს. უფასო ბილეთების მფლობელთა ვინაობას ევროკომისია […]

დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა არასრული სია დამტკიცდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა არასრული სია დამტკიცდა. სიაში არიან : ზაზა სარალიძე – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ნესტან ლონდარიძე – დავით სარალიძის ადვოკატი, დავით დადუნაშვილი – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ხათუნა მაღლაკელიძე – დადუნაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, ასევე, საქმეში გიფურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები […]

2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს სამი ქვეყანა უმასპინძლებს

2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამივე ქვეყანაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ჩატარდება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, მოსკოვში გამართულ ფიფას კონგრესზე გახდა. ზემოხსენებული ქვეყნების ერთობლივი კანდიდატურის გარდა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას მაროკოც აცხადებდა. შტატებმა, კანადამ და მექსიკამ დელეგატთა 134 ხმა მიიღეს, მაროკომ კი მხოლოდ 65. გამარჯვებულ კანდიდატებს უკვე შერჩეული […]

მზიურის პარკში „გიგის წვენების“ ჯიხური უკვე მეორედ გაქურდეს

მზიურის პარკში მდებარე „გიგის წვენების“ ჯიხური ბოლო სამ კვირაში დაუდგენელმა პირებმა უკვე ორჯერ გაქურდეს. ჯიხურის მფლობელის, 15 წლის გიგი ანთაძის განცხადებით, 3 კვირის წინ მას ნავაჭრი თანხა, 70 ლარი უცნობმა პირებმა დახლიდან მოპარეს, ხოლო ერთი კვირის წინ ამავე ჯიხურიდან წვენის საწური აპარატი მოიპარეს. გიგის თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები არ აყენია, პოლიციისთვის არ მიუმართავს […]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში მივიდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში მივიდა. სულეიმანოვი პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად მივიდა. როგორც რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, სულეიმანოვს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს დაკავებისგან და ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი არ დგას. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტზე დაკავებულია მარნეულის მერი […]

პირადობის მოწმობის აღების უფასო სერვისი/“კანონი“/

თემა: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2 პროექტი, რომელიც მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. როგორ გადავამოწმოთ ვფლობთ თუ არა აქტიურ დოკუმენტს და როგორ ვისარგებლოთ სერვისით? სტუმარი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი – მირანდა არაბიძე. წამყვანი: თამარ აბრამიშვილი. რადიო იმედი, გადაცემა “კანონი”.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს, – ამის შესახებ რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. „საქართველოს პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს იმუნიტეტი იცავს დაკავების, დაპატიმრებისა და სხვა იძულების ღონისძიებებისგან. ამ ეტაპზე არც ერთი ღონისძიება არ არის გამოყენებული. მოგეხსენებათ, მას ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად. […]

ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასწრებაა. ალიევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიღებს. მოსკოვში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს ელოდებიან, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ეს პირველი ღონისძიება იქნება, რომელსაც ფაშინიანი და ალიევი ერთად დაესწრებიან.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ნინო კასრაძესთან/“ავანსცენა“/

თემები: პირველი ბლოკი – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ნინო კასრაძესთან; მეორე ბლოკი – ვიხსენებთ სოფიკო ჭიაურელს. წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე რადიო იმედი, გადაცემა “ავანსცენა”.