რეკლამის განთავსება
“რადიო იმედი” სთავაზობს კლიენტებს სტანდარტებთან შესაბამისი ტიპის რეკლამას, ახალი უნიკალური შესაძლებლობებით (სპოტის განთავსება, ცალკეულ გადაცემებში პრიზების გათამაშება და ა.შ.) .
ჩვენი საინფორმაციო და სასაუბრო ფორმატი საშუალებას იძლევა, შევქმნათ გადაცემები რეკლამის დამკვეთის ნებისმიერი მოთხოვნის გათვალისწინებით:
- ექსკლუზიური პროექტი, შექმნილი რეკლამის კონკრეტული დამკვეთისთვის, რომელსაც სახელი დაერქმევა პარტნიორის სურვილის და იდეის მიხედვით. 5-წუთიანი გადაცემა საშუალებას იძლევა, ინფორმაცია დამკვეთის შესახებ მიტანილ იქნეს პოტენციურ მომხმარებლამდე.
- ინტერვიუ – 15-დან 30-წუთამდე – საშუალებას აძლევს რეკლამის დამკვეთს, ისაუბროს თავისი ვინაობის და ბიზნესის შესახებ უფრო ვრცლად, ვიდრე – სარეკლამო რგოლში. რეკლამის განმთავსებელთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუ შესაძლებლობას იძლევა, იმ მომენტშივე დამყარდეს უკუკავშირი მომხმარებელთან.
- რეპორტაჟები, სიუჟეტები – ემსახურება საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებას. რეკლამის განთავსების ასეთი ფორმა განსაკუთრებით მიმზიდველია ნებისმიერი ფირმის გამოფენებისა და პრეზენტაციების დროს.
ამგვარად, “რადიო იმედის” ფორმატი უზრუნველყოფს რეკლამის განთავსების გაცილებით ფართო შესაძლებლობებს – აძლევს რა საშუალებას თავის დამკვეთებს, შეათავსონ პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა.
რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით დარეკეთ: 2-33-1059